ჩვენი ლოგო შედგება ორი ლათინური M სიმბოლოს კომბინაციისგან,
რომელიც სრულდება მარჯვნივ მიმართული ისრით. დიზაინი შეიქმნა კომპანიის დასახელებისგან -
Money Movers.
მარჯვნივ მიმართული ისარი კი ჩვენი საქმიანობის პოლიტიკას ასახავს - შეუჩერებელი და მიზანმიმართული წინსვლა.
ჩვენი ლოგოსთვის მხოლოდ ერთი ფერი ვერ ვიკმარეთ და ამიტომ მრავალფეროვანია - ფერადი, როგორიც ჩვენი ხედვა მომავლისკენ!
ჩვენი სლოგანი
ძალა ერთიან მოძრაობაშია! - სლოგანი ასახავს ჩვენი კომპანიის მსოფლმხედველობას.
ჩვენ გვწამს სინერგიის კანონის, როდესაც გუნდური მოქმედების ეფექტიანობა ყოველთვის აჭარბებს მისი კომპონენტების უბრალო შეკრებით მიღებულ ჯამს. ამ დროს ზუსტი მეცნიერებაც სცდება დადგენილ საზღვრებს და 2+2>4. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო გერბის დევიზი და ჩვენი სლოგანი საერთო აზრს ემსახურება -
ძალა ერთობაშია!